Monday, September 29, 2014

დღე მეცხრე

დღევანდელ  დღეს  გადავხედეთ  საქაღალდეებს, შევამოწმეთ და თუ  სადმე  იყო  ხარვეზები შვიტანეთ  შესწორება.ამის  შემდეგ  მოვისმინეთ  კოლეგების  პრეზენტაცია, რის შემდეგაც  ჩვენი სახელის  და გვარის საქაღალდე  ავთვირთეთ დრაივში  და  გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე.

Friday, September 26, 2014

მერვე დღე

დღეს  ვისაუბრეთ  დიფერენცირებულ  სწავლებაზე.ვიმუშავეთ  პროექტის  სასწავლო გეგმაზე. საბაზისო  უნარ-ჩვევები. ტექნიკურ მატერიალური  ბაზა  და  სხვა  რესურსები.ასევე  საკუთარ  ბლოგზე  დავამატეთ  ახალი  ჩარჩო-სასარგებლო  ბმულები.

Tuesday, September 23, 2014

მეშვიდე დღე

დღეს  პირველ  რიგში  ვიმუშავეთ  წყვილებში,კერძოდ  ერთმანეთს  გავუზიარეთ  მოსწავლის  ნამუშევარი. ამის  შემდეგ  გავეცანით  შეფასების  კრიტერიუმებს:თვითშეფასება,მასწავლებლის  შეფასება  და კოლაბორაციული  შეფასება.  შემდეგ  გადავედით  ბლოგში  გვერდების  შექმნაზე  და  დავწერეთ  კომენტარი.


Friday, September 19, 2014

დღე მეექვსე

დღეს  ვიმუშავეთ  მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომზე,შევქმენით  ელექტრონული  გაზეთი და  დავასრულეთ  წინა  დღის  მასალაზე მუშაობა, დრაივზე  ატვირთული  პრეზენტაცია  მბდ-ს  კოდის  გამოყენებით  გამოვაქვეყნეთ.




Wednesday, September 17, 2014

დღე მეხუთე

დღეს  დავასრულეთ   პროექტის   პრეზენტაცია.  საუბარი  გვქონდა  საავტორო  უფლებების  დაცვაზე.როგორ  ხდება  გუგლიდან ლინკის  გადმოწერა  და  დრაივში  მასალის  ატვირთვა, ინფორმაციის  შენახვა.

Wednesday, September 10, 2014

დღე მეოთხე

გეგმის   შაბლონში შევიტანეთ    მიმართულების      მიმცემი  საკვანძო  კითხვები, ამის  შემდეგ   დავიწყეთ  მუშაობა  დროში გაწერილი გეგმის  მოკლე  სქემის  შედგენაზე  და  ბოლოს  ავაწყეთ  პროექტის  პრეზენტაცია. ყველაფერს  ძალიან  კარგად  გავართვით  თავი.